თავში

ზ.ხ.-ს მამა: შიმშილობის შემდეგ თავს მოვიკლავ

ზ.ხ.-ს მამა: შიმშილობის შემდეგ თავს მოვიკლავ
ზ.ხ.-ს მამა: შიმშილობის შემდეგ თავს მოვიკლავ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თქმით შიმშილობის მეორე ეტაპი იქნება მშრალი შიმშილობა. 

მისივე თქმით, თუ შიმშილობას გამოძიების მხრიდან არ მოჰყვება რაიმე შედეგი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. 

"ჩვენ, ოჯახი, ვიწყებთ შიმშილობას, 3 დღეში გადავალთ მშრალ შიმშილობაზე და თუ კიდევ არაფერი გაირკვევა, გპირდებით რომ სუიციდს შევასრულებ პროკურატურის წინ. მე სამწუხაროდ სხვა გზა არ დამრჩენია," - განაცხადა ზაზა ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა, შიმშილობას იწყებენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხოს ზ.ხ. და სხვა მოწმეებიც, ასევე, ისინი აყენებენპროკურორის აცილების საკითხს, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვნის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-ს თქმით, მისგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით.

ცნობისთვის, არსებითი 18 აგვისტოს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system