თავში

ზუგდიდში, აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, აქციაზე დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში გამართულ აქციაზე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. 

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ აქტივისტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

,,ჩვენ ვაპირებდით ბანერის გაკვრას ადმინისტრაციულ შენობასთან, უბრალოდ პერფორმანსის სახით, მაგრამ პოლიციამ არ დაგვრთო ნება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაპროტესტებდით, მაგრამ გადავიდნენ აგრესიაზე. არ ვიცი მე რატომ ამითვალწუნეს, ძალით, აგრესიულად ყელსა და გულმკერდის არეში მოჭერით მიმათრევდნენ დასაკავებლად, თუმცა შეუძლოდ გავხდი," - განაცხადა "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system