თავში

ზაქათალისა და ბელაქანის მოსახლეობას პირველადი მოხმარების საშუალებები ჩაუტანეს

ზაქათალისა და ბელაქანის მოსახლეობას პირველადი მოხმარების საშუალებები ჩაუტანეს
ზაქათალისა და ბელაქანის მოსახლეობას პირველადი მოხმარების საშუალებები ჩაუტანეს

საქართველოს საელჩომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2020 წლის 5 აპრილს განახორციელა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში – კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული მისია კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით განხორციელდა.

მოსახლეობას პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები გადაეცა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული, საქართველოში დამზადებული პირბადეები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი.

საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის ქ. კახში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ქ. კახის პოლიკლინიკები და სოფ. ალიბეგლოს საავადმყოფო, ასევე სოფლები – ალათემური, ალიბეგლო და ქოთოქლუ; ესტუმრნენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შშმ პირებს, რომლებსაც პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცეს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system