თავში

ზალკალიანი: ყველა საკონსულო და საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ზალკალიანი: ყველა საკონსულო და საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ზალკალიანი: ყველა საკონსულო და საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროპის ქვეყნებში საქართველოს ყველა საელჩოსა და საკონსულოს ზუსტი ინსტრუქცია აქვს მიცემულია, თუ რა მომსახურება, კონსულტაცია და დახმარება შეიძლება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად. ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

მან საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

ამ სიტუაციაში ძალიან მნიშნველოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებთან იყოს ძალიან ზუსტი კომუნიკაცია და იმ ინფორმაციის გაზიარება, რაც მისცემს მათ საშუალებას, რომ დატოვონ ეს ქვეყნები სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტით“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ გარდა კომპანია “თურქეთის ავიახაზების” მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტებისა ან ბილეთის საფასურის ანაზღაურების შესაძლებლობისა, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები იმ პირდაპირი ფრენების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ავიაკომპანიები ჯერ კიდევ ახორციელებენ. 

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქართულ კომპანიებთან, რათა გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობა სხვა ევროპული დედაქალაქებიდან პირდაპირი ფრენების ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ამ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც 24-საათიანია. ყველა საელჩო და კონსული არის ვალდებული, იმუშაოს ამ რეჟიმით.“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

სამინისტროს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 294 5050

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system