თავში

ზალკალიანი: საზოგადოებამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს

ზალკალიანი: საზოგადოებამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს
ზალკალიანი: საზოგადოებამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს

საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც პრემიერ მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველომ უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი ვირუსთან ბრძოლას და ამას შედეგები ცხადყოფს. 

"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე მსოფლიო ჯანდავის ორგანიზააციის მხრიდან. საქართველოს აქვს ყველასგან აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა ჩვენი პარტნიორი ამას აფასებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგს, რომელიც აქვს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია, თუ კი ჩვენ შევადარებთ საქართველოს შედეგებს იმ შედეგებთან, რომელიც არის წარმოდგენილი თუნდაც რეგიონში, ჩვენ ვართ ასევე ამ მიმართულებით ლიდერი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სისტემა და ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რასაც ახორციელებდა ამ მიმართულებით, იყო სწორი და ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი",- განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მოსახლეობამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს და არა პოლიტიკური სპეკულაციებით. 

„სახეზეა ფაქტი, რომ ჩვენ ქვეყანაში პანდემიის დროს გვყავდა 700-ზე მეტი ინფიცირებული, ხუთასზე მეტი არის განკურნებული, მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის შედეგი. ვფიქრობ, შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ და არა იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს პარლამენტში ჰქონდა ადგილი“ - აღნიშნა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system