თავში

ზალკალიანი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ზალკალიანი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება
ზალკალიანი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

"ევროკომისიის ანგარიში არის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. 

მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციის და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონტექსთან”, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირი-შენგენის ქვეყნებში. რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს „კოვიდ-19“-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ასევე ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system