თავში

ზაზა გახელაძე განაჩენს არ ასაჩივრებს - ირმა ბუთხუზი

ზაზა გახელაძე განაჩენს არ ასაჩივრებს - ირმა ბუთხუზი
ზაზა გახელაძე განაჩენს არ ასაჩივრებს - ირმა ბუთხუზი

ზაზა გახელაძეს სასამართლო განაჩენის გასაჩივრება არ უნდა, - ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახმა ჯერჯერობით არ იცის თუ რატომ მიიღო ზაზა გახელაძემ ეს გადაწყვეტილება.

"ვესაუბრე ადვოკატს. ის ამბობს, რომ ზაზას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება არ უნდა. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა ამის სურვილი, თუმცა ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ესაა ზაზას გადაწყვეტილება და ჩვენ მის წინააღმდეგ ვერ წავალთ", – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system