თავში

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება- კალაძე

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება- კალაძე
ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება- კალაძე

თბილისის მერის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველაფერი კეთდება.

"როგორც ვიცი, შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, განიხილეს კონკრეტული თემები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს მისი გათავისუფლება", – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.

ზაზა გახელაძის მამა დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლას გეგმავდა, თუმცა დროებით გადაიფიქრა, რადგან პატრიარქის მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილზე პასუხს ელოდება. 

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system