თავში

ზაზა ნოზაძე ბერას მიმართ მოხდილ ბოდიშს განმარტავს

ზაზა ნოზაძე ბერას მიმართ მოხდილ ბოდიშს განმარტავს
ზაზა ნოზაძე ბერას მიმართ მოხდილ ბოდიშს განმარტავს

რეპერი ზაზა ნოზაძე ბერას მიმართ მოხდილი ბოდიშის შესახებ განმარტებას ავრცელებს. 

მისი თქმით, ცალკეული პირები თუ ძალები ცდილობენ ორი წლის წინ მოხდილი ბოდიში მიაწერონ გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც მიუღებელია. 

"არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!

თუ ეს ეგ არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც!

ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

თუმცა, ეს არავის აძლევს უფლებას ჩემი ცხოვრების პირადი ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება", - ნათქვამია ნოზაძის Facebook პოსტში. 

ზაზა ნოზაძის მიერ ბერას მიმართ მოხდილი ბოდიშის ამსახველი ვიდეო გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა სოციალურ ქსელში, მას შემდეგ, რაც "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system