თავში

დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა

დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა
დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა

კორონავირუსის დადასტურების გამო, საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. 

მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.

"სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის. 4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა პირველი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი. რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით", - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის 1-6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system