თავში

იმერეთში კორონავირუსზე 345 ადამიანი გამოიკვლიეს

იმერეთში კორონავირუსზე 345 ადამიანი გამოიკვლიეს
იმერეთში კორონავირუსზე 345 ადამიანი გამოიკვლიეს

იმერეთში კორონავირუსზე 345 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ანალიზები როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფ პირებს და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ საეჭვო პაციენტებს აუღეს. 

როგორც გოჩა გიორგიძე აცხადებს, იმერეთში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რეგიონში, ორ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 141 პირი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system