თავში

ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - ცერცვაძე

ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - ცერცვაძე
ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისშიაა მოსალოდნელი.

„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა „კომენდანტის საათისა“. ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, კი ბატონო, მოვხსნით ყველა შეზღუდვას, კი ბატონო, უნდა მოვხსნათ, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია.

კლინიკური სექტორი სრულად მზად არის ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების ნაკადების მართვა ახლაც საათივით არის აწყობილი, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system