თავში

"ზესტაფონობა 2019"-ზე გიგანტური ხაჭაპური გამოაცხვეს

"ზესტაფონობა 2019"-ზე გიგანტური ხაჭაპური გამოაცხვეს
ზესტაფონობა 2019-ზე გიგანტური ხაჭაპური გამოაცხვეს

ორდღიანი სახალხო ზეიმი ზესტაფონში გრძელდება. დღესასწაულის ერთ - ერთი მთავარი ატრიბუტი გიგანტური ზომის ხაჭაპური იყო, რომელიც საგანგებოდ, ამ დღისთვის გამოაცხვეს.

"ზესტაფონობა 2019" - ის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში. მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია.

ღონისძიებების მიმდინარეობისას დაგეგმილია "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების" წარდგენა დაჯილდოება. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით დასრულდება. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი "ფორტე" და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ.

ზესტაფონში გამართულ სახალხო დღესასწაულებს, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების - ტაურაგეს, ტჩევის და კირიათ ბიალიკის პირველი პირები ესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system