თავში

ზესტაფონში სასწრაფოს ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზესტაფონში სასწრაფოს ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზესტაფონში სასწრაფოს ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მედიკოსი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და მისი დაინფიცირებაც აღნიშნულ საავადმყოფოს უკავშირდება.

უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 9 პირი, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. 

თვითიზოლაციაში იმყოფებიანნ ექთნის ოჯახის წევრებიც.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 538-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 93 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system