თავში

ზესტაფონში ქალმა წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია

ზესტაფონში ქალმა წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია
ზესტაფონში ქალმა წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია

ქუთაისში მდებარე კლინიკა "ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში პაციენტი შეიყვანეს, რომელმაც წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია. ის ზესტაფონის მკვიდრია. პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონიდან, „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკიდან გადმოიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. 

რაც შეეხება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევებს, ქუთაისში მდებარე კლინიკა "ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი საეჭვო პაციენტის ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათგან ორი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან ცხელებით შეიყვანა. კორონავირუსზე ანალიზი გაუკეთდა იმ ქალიც, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია.

„კლნიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრი ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system