თავში

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი- 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მეტრომშენის დასახლების და შალვა მშველიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, დავით კვაჭანტირაძის, ემზარ სულაქველიძის, ალუბლების და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი -11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი- 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას V ქუჩის, თამარ მეფის, ჯანჯღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, გლდანის, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ქერჩის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბორითის, ბოლნისის და თერგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები -10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, კოჯრის და წავკისის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ილორის, იოსებ ჟორდანიას, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system