თავში

ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა - PHOTO

ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა - PHOTO
ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა - PHOTO

"ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები,"- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system