თავში

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი აღინიშნება

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი აღინიშნება
ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი აღინიშნება

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას", - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ-ის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე Facebook-ზე წერს. 

მისი თქმით, ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. 

"მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას", - ნათქვამია აბაშიძის Facebook პოსტში. 

საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც. 

"დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა 77 წლის გახდებოდა. ჟიული შარტავა იყო პატრიოტი, სულით გაუტეხელი მამულიშვილი, რომელიც იდგა ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც სასტიკად გაუსწორდნენ და დახვრიტეს.

პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას. ის მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გმირობის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა თავის ქვეყანას", - განაცხადა მან ბათუმში, შარტავას მემორიალთან. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system