თავში

ჟურნალისტი: 10 ადამიანი მირტყამდა, ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე

ჟურნალისტი: 10 ადამიანი მირტყამდა, ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე
ჟურნალისტი: 10 ადამიანი მირტყამდა, ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში.

არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან მას 10 ადამიანი სცემდა. 

"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მივედი "ქართული ოცნების" შტაბთან იმისთვის, რომ დამესვა კითხვები ამირან გიორგაძისთვის. კიბეებზე ასვლისას, ბრბო დამესხა თავს. დამიწყეს ყვირილი, ვუთხარი რომ ჩემ საქმეს ვაკეთებდი. დაარტყეს ოპერატორს, ვუთხარი მათ რომ არ ეცემათ ოპერატორი, ამ დროს მახსოვს რომ დამიწყეს ცემა და დავეცი. იქვე იყო პოლიციაც და არ მოუხდენიათ რეაგირება. შემდეგ, ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, 10 ადამიანი მირტყამდა," - აღნიშნავს ჯეიჰუნ მუგამედალი "მთავარი არხის" ეთერში. 

ცნობისთვის, დღეს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system