თავში

"ზიანი, რაც პანდემიისგან ბავშვებს მიადგათ, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება" -მაია ქურციკიძე

"ზიანი, რაც პანდემიისგან ბავშვებს მიადგათ, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება" -მაია ქურციკიძე
ზიანი, რაც პანდემიისგან ბავშვებს მიადგათ, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება -მაია ქურციკიძე

ზიანი, რაც პანდემიისგან ბავშვებს მიადგა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ "იუნისეფი საქართველოს" კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვებმა ნორმალური განათლება მიიღონ და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა თავის გლობალურ ანგარიშში აღნიშნა, თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ახალგაზრდების მთელი პოტენციალი. ძალიან ბევრ მათგანს არ ჰქონდა საშუალება, განათლება მიეღო, დისტანციურ განათლებაში ჩართულიყო და ასევე, მათთვის შეფერხდა მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება.

როცა 21-ე საუკუნის განათლებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის გარეშე ვილაპარაკოთ ნორმალურ, ხარისხიან განათლებაზე. ეს პანდემიის გარეშეც აუცილებელია ბავშვისთვის, რომ მან 21-ე საუკუნის კომპეტენციები შეიძინოს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში გვყავს ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ამ პანდემიის პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ბევრ რეგიონში ვიყავი და ვნახე ოჯახი, სადაც ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ, ოჯახში კი შვიდი ბავშვი იყო და ყველა ამ ერთი მობილური ტელეფონით სარგებლობდა. მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში განათლების ხარისხი ვერანაირად ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი", – განაცხადა ქურციკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system