თავში

საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს

საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს

საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართავს. ამის შესახებ წმ. სინოდის განჩინებაშია აღნიშნული. განჩინებაში მითითებულია, რომ საპატრიარქო ქვეყნის პირველ პირს მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით,“-ნათქვამია განჩინებაში. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზეა მსჯავრდებული. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. დეკანოზის ოჯახმა არაერთხელ მიმართა თხოვნით შეწყალების თაობაზე როგორც საპატრიარქოს, ასევე პრეზიდენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system