თავში

,,ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს" - პედაგოგის სკანდალური ფეისბუქპოსტი

,,ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს" - პედაგოგის სკანდალური ფეისბუქპოსტი
,,ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს - პედაგოგის სკანდალური ფეისბუქპოსტი

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში სტატუსი მეთორმეტეკლასელებს მიუძღვნა. პედაგოგის სკანდალურ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა, მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის მთავარი და არა ვთქვათ, ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ, თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!“, - წერდა ქიმიის მასწავლებელი ,,ფეისბუქში".

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, პედაგოგს დაურეკა და პოსტი წააშლევინა. ნინო გოგინავას თქმით, ქიმიის მასწავლებლის საკითხს 25 მაისს, სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის.

"ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, როგორც მასწავლებლისთვის მიუღებელია. მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა და მასწავლებელს არ ეკადრება მსგავსი ქმედება. დისციპლინარულ კომიტეტს გადავეცი შესასწავლად", - აცხადებს დირექტორი ,,კურიერთან" საუბრისას.

რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ ქიმიის მასწავლებლის მიმართ, ორშაბათს გახდება ცნობილი.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system