
4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხიდის მშენებლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 19 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.