თავში

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები ესროლეს - PHOTO

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები ესროლეს
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები ესროლეს - PHOTO

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს. დაზიანებულია ავტობუსის საქარე მინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ხობის რაიონის სოფელ ქვალონში მოხდა. ავტობუსი ავტოსატრანსპორტო გაერთიანება „გლობუსს“ ეკუთვნის.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, სოფელთან დახვდნენ სპეციალურად, რომ მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. მისივე ცნობით, ამის შემდეგ, აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც ისინი სამართალდამცავები დააკავეს.

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტობუსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია „გლობუსის“ კუთვნილ ავტობუსს თავს ესხმიან. სოფელ ცაიშში ავტობუსს ქვები მიმდინარე წლის 9 ივლისსაც დაუშინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system