ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ქალაქ გაიდან, 50 წლის ქალი რესპირაციული დაავადების სიმპტომებით - ცხელებით და ხველით შეიყვანეს.
როგორც Report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს სინჯებს უღებენ და სავარაუდოდ, დღესვე გადაიგზავნება კორონავირუსზე გამოსაკვლევად.