თავში

ზუგდიდის კლასტერი გაიზარდა - ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს ვირუსი დაუდგინდათ

ზუგდიდის კლასტერი გაიზარდა - ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს ვირუსი
ზუგდიდის კლასტერი გაიზარდა - ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს ვირუსი დაუდგინდათ

ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან კიდევ ორ კონტაქტს დაუდასტურდა.

ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი და ინფიცირებულის ახლო ნათესავია. უფრო კონკრეტულად, პირები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის და და სიძე არიან. ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

40 წლამდე ასაკის ქალი და და მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში ამ წუთებში გადაჰყავთ. 

სულ ამ დროისთვის ანაკლიის კარანატინში მძღოლის კლასტერის 27 წევრია, მათ შორის 15 არასრუწლოვანია.

ცნობისთვის, ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი 16 მაისს დაუდასტურდა. მან საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და ორი კვირა თვითიზოლაციაში გაატარა, თუმცა კორონავირუსი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ გამოუვლინდა. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა. ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ განუცხადა. მისივე თქმით, მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს და ის თბილისში მკურნალობს. 

გარდა ამისა, ქობალიას ინფორმაციით, იმავე დღეს COVID-19 ინფიცირებული მამაკაცის დედასა და 2 არასრულწლოვან შვილსაც დაუდასტურდა.  

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 695 გახდა. 

გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობაც. ვირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ახლა მათი რიცხვი 425-ს აღწევს.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 3 822 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 360. გარდაცვლილია 12 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system