თავში

ზუგდიდის მერიაში 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მერიაში 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მერიაში 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მერიაში 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ პირებთან.

აღნიშნულის გამო, ზუგდიდის მერიის თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

"ჩვენ მერიაში აქამდეც ვიყავით გადასულები დისტანციურ რეჟიმზე და მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. შესაბამისად ამ თანამშრომლების კონტაქტი დანარჩენ თანამშრომლებთან არის მინიმალური", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID -19 -ით 25 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემებით კვლავ აჭარა ლიდერობს. 

.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system