თავში

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის შსს-ს ქალაქის სამმართველოსთან იწყებენ შეკრებას, ისინი იმ პირთა გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც დაახლოებით ცოტა ხნის წინ,  საკრებულოსთან დააკავეს.

დაკავებულია 2 პირი, მათგან ერთ-ერთი საკრებულოს მომავალი დეპუტატი დავით ფიფიაა. ისინი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

სავარაუდოდ, მათი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე მოხდება და შემდეგ უკვე, სასამართლო იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელსაც მათ გამოძიება ედავება.

ზუგდიდის საკრებულომ ბიუჯეტი ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system