თავში

გარდაცვლილი პაციენტი და ნაცემი ექიმი - რა ხდება ზუგდიდის საავადმყოფოში

რა ხდება ზუგდიდის საავადმყოფოში
გარდაცვლილი პაციენტი და ნაცემი ექიმი - რა ხდება ზუგდიდის საავადმყოფოში

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია აცხადებს.

"მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალებას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა, მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს ორჟონია. 

რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი პაციენტის შვილმა ქირურგ გიორგი გერლიანს სცემა, ორჟონია მხოლოდ იმას ამბობს, რომ ნაცემი ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა ვინ გაუსწორდა მედიკოსს ფიზიკურად, ეს მისთვის უცნობია. 

,,რაც შეეხება თავად ექიმს, ის ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“,- აცხადებს კლინიკის სამედიცინო მენეჯერი.

როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ექიმის ცემაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია და ის გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანი შვილია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ოფიციალური დასკვნის შემდეგ, ექიმისათვის ლიცენზიის შეჩერების მოთხობვნით ოჯახი სამართლებრივ დავას დაიწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system