თავში

ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ჯარი აკონტროლებს - VIDEO

ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ჯარი აკონტროლებს - VIDEO
ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ჯარი აკონტროლებს - VIDEO

ზუგდიდში განთავსებულ შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალ და გამომავალ ყველა სატრანსპორტო საშუალებას ამოწმებს და, სპეციალურად მოწყობილ ადგილას მათ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს. 

საგუშაგოებზე სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-სთან კოორდინაციით, შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.

"დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სულ 25 გადაადგილების კონტროლისა და გადაადგილების შეზღუდვის პუნქტია მოწყობილი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით აკონტროლებენ", - აცხადებენ სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system