ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში, ზუგდიდისკენ მიმავალი ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლს ჩაეძინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
სალომე კაპანაძე
ავტორი