თავში

ზუგდიდში 101 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს

ზუგდიდში 101 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს
ზუგდიდში 101 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 101 ნიმუში გაიტესტა. ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

"101 ტესტიდან 17 ცხელების ცენტრების პაციენტია, 29 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ერთი თვითიზოლაციაში მყოფი პირი, 23 კარანტინში მყოფი პირი( მათ შორის 17 ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი), 31 ტრაილერის მძღოლი ფოთის ტირ-პარკიდან. ოთხი ნიმუშის პასუხი (ოთხივე ფოთის ტრაილერის მძღოლია) მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system