თავში

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, 15 წლის მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

მაშველები დაკარგულ ბიჭს უკვე მესამე დღეა ეძებენ. მდინარე ჯუმის ნაპირთან მოწყობილია სპეციალური შტაბი.

ძებნის ოპერაცია მღვრიე და ადიდებული წყლის გამო გართულებულია. როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უკვე მეორე დრეა ადგილზე მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მუშაობენ. პროცესში ასევე ჩართულია სპეციალური ტექნიკა. 

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სოფელ დარჩელის მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭი  საქონელს მწყემსავდა და მის გამოსაყვანად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system