თავში

ზუგდიდში 50 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს

ზუგდიდში 50 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს
ზუგდიდში 50 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 50 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.  

„50 ტესტირებულიდან 14 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 29 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, სამი თვითიზოლაციაში მყოფი პირი და ოთხი ადამიანი საკარანტინო სივრციდან, (მათ შორის ერთი იყო ე.წ. სატვირთო ავტომანქანის მძღოლის კონტაქტი)“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system