თავში

ზუგდიდში გამოკვლეული 31 პირის ტესტის პასუხები ცნობილია

ზუგდიდში გამოკვლეული 31 პირის ტესტის პასუხები ცნობილია
ზუგდიდში გამოკვლეული 31 პირის ტესტის პასუხები ცნობილია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 31 ნიმუში გამოიკვლიეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. 

გამოკვლეულთა შორის 16 „ცხელების ცენტრების“ პაციენტი იყო, ათი საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია, ხუთი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system