თავში

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური საკითხები", - აცხადებენ მერიაში. 

ცენტრი სამუშაო ოფისით მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო. მან საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხებზე და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე ისაუბრა. ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system