თავში

ზუგდიდში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

ზუგდიდში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

საქართველოში ხაჭაპურის პირველი ფესტივალი 19 ოქტომბერს, ზუგდიდში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ხაჭაპურის ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც მიზნად რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას ისახავს. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაგეგმილი კონკურსია, რომელიც სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის საუკეთესო მცხობელს გამოავლენს.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით, ასევე ცოცხალი მუსიკა (დღის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური ბენდების მონაწილეობით)“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. 

19 სექტემბერს ზუგდიდში 3 მეტრიან გებჟალიას და მაყალზე შემწვარ 4 მეტრიან ხაჭაპურს დაამზადებენ. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system