თავში

ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 602 ნიმუშის პასუხი ცნობილია

ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 602 ნიმუშის პასუხი ცნობილია
ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 602 ნიმუშის პასუხი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 602 ნიმუშის გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

შესწავლილ ნიმუშებს შორის 101 ბიოლოგიური ნიმუში იყო მესტიის მუნიციპალიტეტიდან. 

რაც შეეხება დანარჩენ 501 ნიმუშს, ეს იყო რეგიონის სხვა რაიონებიდან, მათ შორის 18 პაციენტი, მედპერსონალი – 151, კარანტინიდან 18 პირი, თვითიზოლაციიდან 16 ადამიანი, შსს-დან- 284 პირი, 13 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ერთი პირი. მათი კვლევის შედეგიც უარყოფითია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system