თავში

ზუგდიდში მატარებელი საკრებულოს წევრის მანქანას შეეჯახა

ზუგდიდში მატარებელი საკრებულოს წევრის მანქანას შეეჯახა
ზუგდიდში მატარებელი საკრებულოს წევრის მანქანას შეეჯახა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ზუგდიდში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია მართავდა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და პოლიცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system