თავში

ზუგდიდში მძევლები ტერიტორიას საევაკუაციო კიბით ტოვებენ

ზუგდიდში მძევლები ტერიტორიას საევაკუაციო კიბით ტოვებენ
ზუგდიდში მძევლები ტერიტორიას საევაკუაციო კიბით ტოვებენ

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვისას აყვანილ მძევლებს მიმდებარე ტერიტორიას სახანძრო კიბით ატოვებინებენ. 

მძევლების გარკვეული ნაწილი კვლავ შენობაში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით მძარცველებმა ბანკის შენობაში მყოფი სამოქალაქო პირები შენობის მესამე სართულზე გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ცნობისთვის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system