თავში

ზუგდიდში საარჩევნო პროცესი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა

ზუგდიდში საარჩევნო პროცესი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა
ზუგდიდში საარჩევნო პროცესი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა

ზუგდიდში საარჩევნო პროცესები დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მმართველი პარტიისა და "ერთიანი ნაციონალული მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამწვავდა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანი წითლიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, კანონდარღვევით შედიოდნენ საარჩევნო უბანზე, ოპოზიცის წარმომადგენლებმა კი ისინი გამოაძევეს. 

"ქალბატონი, რომელიც თქვენც ნახეთ, ბეიჯის გარეშე შედის უბანზე. რას აკეთებს იქ არ ვიცით. როდესაც ეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, გამოაგდეს ეს ქალბატონი. მოვედი აქ. დამხვდა მერიის წარმომადგენელი ბატონი ხუნჯუა, რომელიც რეალურად მერიის წარმომადგენელი კი არ არის, ზუგდიდის მოქალაქეები ხელფასს უხდიან ბიუჯეტიდან და ეს ადამიანი არის "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზონდერი, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანებს, რომ.ლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში იყო ჩართული", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანი წითლიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system