თავში

ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა
ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში აქცია გამარტეს და  კარავი გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ფორმით ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კვარაცხელია განმარტავს, კარავი მოძრავი იქნება, ის ქალაქიდან-ქალაქში გადავა და ნებისმიერ მსურველს, ვისაც პროტესტის განცდა აქვს, შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. 

"ეს იქნება მოძრავი კარავი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ვიხილოთ სხვა ქალაქში და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პროტესტის განცდა აქვს შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან და იაქტიუროს, თვითონ ჩაერთოს პროცესში", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კვარაცხელიამ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system