თავში

ზუგდიდში შს სისტემა კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

ზუგდიდში შს სისტემა კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა
ზუგდიდში შს სისტემა კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

ზუგდიდში, პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა პოლიციელმა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, საბა კუხალეიშვილმა დატოვა.

კუხალეიშვილის გადაწყვეტილება ხობში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.

ცნობისთვის, სამეგრელოში 21 ოქტომბერს დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის, რუსლან შამახიას სახლი, საიდანაც უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. იმავე დღეს თბილისში და დააკავეს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი. ორივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება. 

21 ოქტომბერს, პროტესტის ნიშნად სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ხოლო 25 ოქტომბერს, შსს-ს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორის პოზიცია  პროტესტის ნიშნად დატოვა რომან ანთიამ,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system