თავში

ზურაბ დოიჯაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა

ზურაბ დოიჯაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა

მომ­ღე­რა­ლი ზურაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ის კლი­ნი­კა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. Report.ge-სთან საუბრისას მისი მე­გობ­არი ნუგზარ კვაშალი ამბობს, რომ მომღერლის მდგომარეობა ბოლო 5 დღეა უკიდურესად დამძიმდა. კვაშალის თქმით, ექიმები ოჯახის წევრებს იმედს აღარ აძლევენ. მომღერალი ნუგზარ კვაშალი ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ მეგობრებს ისრაელში წასვლა უნდოდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს. 

"ძალიან მძიმედ არის. ზურას მეუღლე ქეთი გვეუბნება, გონზე რომ მოდის ბორჯომში წაყვანას ითხოვსო, თუმცა მისი გადმოყვანა პანდემიის დროს ვერ მოხერხდა ფინანსების გამო. ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლე, 5 თვეა რეანიმაციაში ათენებს... გმირი ცოლია",- ამბობს ნუგზარ კვაშალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system