თავში

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს Facebook გვერდი წაუშალეს

​ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს Facebook გვერდი წაუშალეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს Facebook გვერდი წაუშალეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვერიფიცირებულ Facebook გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. თავდაპირველად წაიშალა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაწერილი ყველა პოსტი. მოგვიანებით კი, თავად ფეიჯიც გაქრა.

ჯაფარიძე ამის შესახებ საკუთარი პირადი ფეისბუქის მეშვეობით წერს:

"ვერიფიცირებული გვერდი აღარ მაქვს ფბ-ზე. ცოტა ხნის წინ გააქრეს. მანამდე წვდომა ჩამიხსნეს. მანამდე პოსტები წამიშალეს. მანამდე ფბ-ის ქართულ აუდიტორიას დაუმალეს. ვის შეიძლება აინტერესებდეს ამის კეთება?  უეჭველი ჩუკოტაევის ამბავი იქნება" - აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც გირჩის ოფიციალურ ვებგვერდი იტყობინება, ეს, მიმდინარე თვეში, ზურაბ ჯაფარიძის ფეიჯზე შეტევის მეორე მცდელობაა. კიბერ შეტევა რამდენიმე კვირის წინაც განხორციელდა, თავდაპირველად გვერდის ხილვადობა მხოლოდ საქართველოსთვის იყო შეზღუდული. ამჯერად გვერდი Facebook-ზე საერთოდ არ იძებნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system