თავში

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია შევიდა

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია შევიდა
ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია შევიდა

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარში "ჯაფარასთან", რომელიც მან დაუმორჩილებლობის ნიშნად, პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა, შრომის ინსპექცია შევიდა. ბარი კომენდანტის საათის დროსაც მუშაობდა. 

"შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი არის შემოსული. რა შუაშია არ ვიცი, აქედან არანაირი საჩივარი არ წაულა, რომ ვინმეს რამე შრომითი უფლებები შეილახა. ამიტომ, რატომ არაინ მოსულები ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რასაც ეს ორგანიზაცია თუ დეპარტამენტი აკეთებს ბოლო თვეების განმავლობაში, გასაგებია, რომ მათ აქვთ დავალებული,რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევს არაადამიანურ შეზღუდვებს, დასაჯონ და გააჩერონ..ეს სახელმწიფო სტრუქტურა დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგვინებს სამსახურებს, შემოსავალს და ასე შემდეგ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნები გარე სივრცეში მომხმარებლების მიღებას 15 თებერვლიდან შეძლებს. ყველა შეზღუდვა ძალაშია შაბათ-კვირას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system