თავში

ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ - მსახიობი დახმარებას ითხოვს

ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ - მსახიობი დახმარებას ითხოვს
ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ - მსახიობი დახმარებას ითხოვს

მსახიობი ზურა ყიფშიძე და მისი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, საცხოვრებელი ბინა წლების წინ, შუამავლის დახმარებით ერთ-ერთ კომპანიას მიაქირავეს, თუმცა ბანკში დოკუმენტებზე ხელისმოწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლი იპოთეკით დაიტვირთა.

ყიფშიძის მეუღლის თქმით, მათი ოჯახი მოატყუეს. საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც.

ახლა კი მათ, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის დაცლას სთხოვს პირი, რომელმაც, მათივე ინფორმაციით სახლი იყიდა.

ყიფშიძეები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდება გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს.

მომხდართან დაკაშვირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და წერს, რომ ოჯახს დახმარება სჭირდება: 

"მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!

გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში, თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.

იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“, – წერს რაზმაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system