თავში

ზურაბ ჯაფარიძე: საიდან ვიცით, რომ ის კაცი შსს-ს კაცი არაა?

ზურაბ ჯაფარიძე: საიდან ვიცით, რომ ის კაცი შსს-ს კაცი არაა?
ზურაბ ჯაფარიძე: საიდან ვიცით, რომ ის კაცი შსს-ს კაცი არაა?

"საიდან ვიცით, რომ ის კაცი შსს-ს კაცი არაა?"- პოლიტიკური პარტია "გირჩის" ზურაბ ჯაფარიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ირონიით გამოეხმაურა.

"ანუ, შს მინისტრის გადმოცემით: ის კაცი საქ. ბანკში შევარდა და ბანკს მოსთხოვა ფული. საქ. ბანკმა რამდენიმე საათი აწვალა, არ მოგცემთო მერე ჩაერია შსს და მაინც მიაცემინა საქ. ბანკს ფული.

კითხვა: საიდან ვიცით რომ ის კაცი შსს-ს კაცი არაა?"- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system