თავში

"ზუსტად 15 წუთში მეხანძრე-მაშველები სკოლაში გაჩნდნენ" - რა მოხდა საჩხერეში

"ზუსტად 15 წუთში მეხანძრე-მაშველები სკოლაში გაჩნდნენ" - რა მოხდა საჩხერეში
ზუსტად 15 წუთში მეხანძრე-მაშველები სკოლაში გაჩნდნენ - რა მოხდა საჩხერეში

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მეხანძრე-მაშველების შესახებ წერს. 

როგორც "ფეისბუქპოსტშია" ნათქვამი, სკოლაში არსებული პრობლემა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოაგვარეს.

"დღეს სკოლის სარდაფში წყლის დიდი რაოდენობა დაგვხვდა. ზუსტად 15 წუთში მეხანძრე-მაშველები სკოლაში გაჩნდნენ და რამდენიმე საათის დაუღალავი შრომის შემდეგ პრობლემა მთლიანადა მოგვარდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მაღალ დონეზეა მობილიზებული და საოცრად პასუხისმგებლიანი თანამშრომლები ჰყავს.

განსაკუთრებული მადლობა საჩხერის განყოფილებას და მის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი შუბითიძეს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს თქვენი იმედი!", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system