თავში

ზვავში მოყოლილი უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი ნახეს

ზვავში მოყოლილი უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი ნახეს
ზვავში მოყოლილი უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი ნახეს

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე უკრაინელი ტურისტი, რომელსაც მაშველები გუშინდელიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ უკრაინის მოქალაქე იმ ადგილას იმყოფოდებოდა, სადაც ზვავი ჩამოწვა. მას შემდეგ კი ჯგუფის წევრებს ის აღარ უნახავთ. ინფორმაცია report.ge- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

"11 თებერვალს, დილით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მესტიის სამმართველოში, შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ერთ-ერთ ტურისტთან დაკავშირებას, ვინც შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ თეთნულდის მიმართულებით. საძიებიებო სამუშაოების შემდეგ მაშვემებმა უკრაინის მოქლაქის ცხედარის იპოვნეს" - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შგახსენებთ, რომ გუშინ თეთნულდზე ზვავი 2-ჯერ ჩამოწვა. პირველ ზვავში 4 ჩეხი ტურისტი მოყვამათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

რაც შეეხება დაკარგულ უკრაინელ ტურისტს, ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კურორტ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოხალისეებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system